Sunday, March 3, 2019

ნაბეჭდი სასწავლო რესურსი

3.ნაბეჭდი სასწავლო  რესურსი





რესურსის გამოყენების ინსტრუქცია

აღნიშნული რესურსი განსაკუთრებით გამოადგებათ პედაგოგებს გერმანული ენის სწავლების იმ ეტაპზე,როცა მოსწავლეებს შეუძლიათ გამართულად კითხვა,წერა. აღიქვამენ  მცირე ზომის ტექსტებს , როცა მოსწავლეებს უკვე შესწავლილი აქვთ ბრუნვები,არტიკლები,იცნობენ ზედსართავ სახელებს,მისი ხარისხის ფორმებს,ზედსართავი სახელის ბრუნება განსაზღვრულ და განუსაზღვრელ არტიკლთან ერთად.
მოსწავლეთა მუშაობის ფორმების განსაზღვრა შეუძლია თავად მასწავლებელს,თუმცა, ვფიქრობ, საუკეთესო ფორმაა ჯგუფური  მუშაობა.
აღნიშნული რესურსი გათვლილია  გაკვეთილის სამივე ფაზისთვის.
·         (გამოწვევის ფაზა)პირველი ფურცელს დავარიგებთ ჯგუფებში,სადაც მოცემულია განცხადებები და ვთხოვთ მოსწავლეებს დააკვირდნენ ზედსართავ სახელებს.
·         (სიღრმისეული წვდომის ფაზა) შემდეგ მივცემთ მეორე ფურცელს,სადაც მოცემულია შესავსები ცხრილი 4 ნიმუშით. მოსწავლეებმა ნიმუშის მიხედვით, პირველ ფურცელზე მოცემული განცხადებების დახმარებით უნდა შეავსონ ზედსართავი სახელების დაბოლოებები.
·         (შეჯამების ფაზა) ჯგუფებს ვაძლევთ მესამე ფურცელს, სადაც მათ უკვე დამოუკიდებლად უნდა შეძლონ სრულიად ახალ განცხადებებში ზედსართავი სახელების დაბოლოებების შევსება საჭირო ბრუნვის გათვალისწინებით.
ვფიქრობ ,აღნიშნული რესურსი დაგეხმარებათ   გაკვეთილზე  მოსწავლეთა  მაქსიმალურ ჩართულობაში და ხალისითა და ინტერესით მიაღწიოთ დასახულ მიზანს.  J J J
გისურვებთ წარმატებას