4. სასწავლო ციფრული რესურსი
აღნიშნული რესურსი განსაკუთრებით გამოადგებათ პედაგოგებს გერმანული ენის სწავლების იმეტაპზე,როცა მოსწავლეებს შეუძლიათ გამართულად კითხვა,წერა. აღიქვამენ შედარებით მცირე ზომის ტექსტებს.
აღნიშნული რესურსის გამოყენება შესაძლებელია გაკვეთილის შემაჯამებელ ფაზაში. აღნიშნული რესურსის გამოყენებისას აუცილებელია კომპიუტერი. მოსწავლეთა მუშაობის ფორმებიდან საუკეთესო ფორმაა ფორუმში მუშაობა.
პრეზენტაციას გავაშუქებთ ეკრანზე პროექტორით.
სლაიდებზე მოცემულია ანიმაციური და ჩვეულებრივი ფოტოები. მაუსის დაწკაპუნებით შეგვიძლია შემდეგ მოქმედებაზე გადასვლა.
მასწავლებელი ჯერ აჩვენებს ფოტოს მოსწავლეებს,შემდეგ მაუსის ერთი დაწკაპუნებით გადავდივართ შეკითხვაზე,რომელიც ეხება უკვე ნაჩვენებ ფოტოს. მოსწავლეები პასუხობენ.მასწავლებელი კი გადადის შემდეგი დაწკაპუნებით სწორ პასუხზე. აღნიშნული გრძელდება 11 სლაიდის ჩათვლით.
მე-12 სლაიდიდან ბოლომდე კი მოსწავლეები ხედავენ სლაიდზე ოთახებს,აკვირდებიან ყურადღებით და შეძლებისდაგვარად იმახსოვრებენ ნივთების განლაგებებს. მასწავლებელს გამოაქვს ეკრანზე შეკითხვა,მოსწავლეებიდან პასუხის მიღების შემდეგ მას შეუძლია აჩვენოს სწორი პასუხი სურათთან ერთად,რომელზეც მეტი თვალსაჩინოებისათვის ისარი მიუთითებს აღნიშნული ნივთის მდებარეობას.
ვფიქრობ ,აღნიშნული რესურსი დაგეხმარებათ გაკვეთილზე მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობაში და ხალისითა და ინტერესით მიაღწიოთ დასახულ მიზანს. JJJ
გისურვებთ წარმატებას
No comments:
Post a Comment