სასწავლო რესურსები

1.  სასწავლო ელექტრონული რესურსი-Kӧrperteile

აღნიშნული რესურსი განსაკუთრებით გამოადგებათ პედაგოგებს გერმანული ენის სწავლების იმ ეტაპზე, როცა მოსწავლეებს შეუძლიათ გამართულად კითხვა, წერა, აღიქვამენ  შედარებით მცირე ზომის ტექსტებსაღნიშნული რესურსის გამოყენება შესაძლებელია გაკვეთილის შემაჯამებელ ფაზაში და ასევე ახალი სიტყვების გაცნობის - სემანტიზაციის ფაზაში. აღნიშნული რესურსის გამოყენებისას აუცილებელია ინტერნეტში ჩართული კომპიუტერები. მოსწავლეთა მუშაობის ფორმების განსაზღვრა შეუძლია თავად მასწავლებელს, თუმცა,  ვფიქრობ,  საუკეთესო ფორმაა ინდივიდუალური მუშაობა.


სასწავლო რესურსის რეფლექსიისა და მისი გამოყენების ინსტრუქციის შაბლონი იხილეთ აქ:
https://drive.google.com/file/d/15NCTvn3B3n_VVdfQsQJJR80TSDrO3RVV/view?usp=sharing

2. სასწავლო ციფრული რესურსი

აღნიშნული რესურსი განსაკუთრებით გამოადგებათ პედაგოგებს გერმანული ენის სწავლების იმ ეტაპზე,როცა მოსწავლეებს შეუძლიათ გამართულად კითხვა,წერა. აღიქვამენ  მცირე ზომის ტექსტებს , როცა მოსწავლეებს უკვე შესწავლილი აქვთ ბრუნვები,არტიკლები,იცნობენ რთულ  ქვეწყობილი წინადადებას, დამოკიდებული წინადადების სახეებს. მაგ: დროის გარემოებითი დამოკიდებული წინადადება,მიზეზის გარემოებითი დამოკიდებული წინადადება, ქვემდებარული და შემასმენლური დამოკიდებული წინადადება.
აღნიშნული რესურსის გამოყენება შესაძლებელია გაკვეთილის სამივე  ფაზაზე ნაწილ-ნაწილ. აღნიშნული რესურსის გამოყენებისას აუცილებელია ვიდეოპროექტორი და კომპიუტერი. მოსწავლეთა მუშაობის ფორმების განსაზღვრა შეუძლია თავად მასწავლებელს,თუმცა, ვფიქრობ, საუკეთესო ფორმაა ფორუმში მუშაობა.
აღნიშნული რესურსი შედგება სამი ნაწილისგან:
გამოწვევის ფაზაში მასწავლებელი ჯერ აჩვენებს მე-2 სლაიდს სადაც მოცემულია 2 მთავარი წინადადება (ზმნები დგანან ჩვეულებრივ მე-2 ადგილზე და გაწითლებულია მეტი აღქმისთვის), შემდეგ ეს ორი წინადადება შეეთებულია მიმართებითი ნაცვალსახელით,სადაც აღქმის გაადვილებისთვის გაწითლებულია ზმნები და მიმართებითი ნაცვალსახელი.
მოსწავლისთვის ადვილი შესამჩნევია,რომ რთულ ქვეწყობილ წინადადებაში (ნაწილობრივ ეს უკვე უნდა იცოდეს ამ საფეხურის მოსწავლემ) მთავარ წინადადებაში ზმნა მე-2 ადგილზეა,დამოკიდებულ წინადადებაში წინადადების ბოლოს. ამასთანავე სლაიდზე გარკვევით ჩანს,როგორ ჩაანაცვლა მიმართებითმა ნაცვალსახელმა სიტყვა.
ამის შემდეგი სლაიდით მოსწავლეებს შეუძლიათ ნახონ/წაიკითხონ/წავუკითხოთ თუ როგორ გამოიყურებიან მიმართებითი ნაცვალსახელები სახელობით და ბრალდებით ბრუნვაში.
შემდეგ ოთხ სლაიდზე მოცემულია 7 მაგალითი. სადაც მოსწავლეებმა 2 მთავარი წინადადება უნდა დაუკავშირონ ერთმანეთს მიმართებითი ნაცვალსახელებით. მოსწავლეთა ვარაუდების გამოტქმის სედეგ,მასწავლებელს შეუზლია ერთი დაწკაპუნებით აჩვენოს მოსწავლეებს სწორი პასუხი,სადაც ასევე ხაზგასმულია მიმართებითი ნაცვალსახელი და ზმნა.
დანარჩენი სლაიდები სემაჯამებელ ფაზაზე შეიძლება გამოვიყენოთ. ისინი სახალისოა,არჩევითბოლოიანი. პრეზენტაციის ამ ნაწილზე შესაძლოა გამოვიყენოთ კომპიუტერები და მოსწავლეებმა ჯგუფში,წყვილებში ან იმდივიდუალურად იმუშაონ მიმართებით ნაცვალსახელებზე.
გასათვანისწინებელია ის ფაქტი,რომ პრეზენტაცია მე-7 სლაიდის ჩათვლით შესაძლოა ვაჩვენოთ მაუსის დაწკაპუნებით (ვგულისხმობ შემდეგ სლაიდზე გადასვლას), ხოლო მე-8 სლაიდიდან სასურველია სლაიდზე განთავსებული ნავიგაციის ნიშნები გამოვიყენოთ.
ვფიქრობ ,აღნიშნული რესურსი დაგეხმარებათ   გაკვეთილზე  მოსწავლეთა  მაქსიმალურ ჩართულობაში და ხალისითა და ინტერესით მიაღწიოთ დასახულ მიზანს.  J J J


გისურვებთ წარმატებას 






3.ნაბეჭდი სასწავლო  რესურსი





რესურსის გამოყენების ინსტრუქცია

აღნიშნული რესურსი განსაკუთრებით გამოადგებათ პედაგოგებს გერმანული ენის სწავლების იმ ეტაპზე,როცა მოსწავლეებს შეუძლიათ გამართულად კითხვა,წერა. აღიქვამენ  მცირე ზომის ტექსტებს , როცა მოსწავლეებს უკვე შესწავლილი აქვთ ბრუნვები,არტიკლები,იცნობენ ზედსართავ სახელებს,მისი ხარისხის ფორმებს,ზედსართავი სახელის ბრუნება განსაზღვრულ და განუსაზღვრელ არტიკლთან ერთად.
მოსწავლეთა მუშაობის ფორმების განსაზღვრა შეუძლია თავად მასწავლებელს,თუმცა, ვფიქრობ, საუკეთესო ფორმაა ჯგუფური  მუშაობა.
აღნიშნული რესურსი გათვლილია  გაკვეთილის სამივე ფაზისთვის.
·         (გამოწვევის ფაზა)პირველი ფურცელს დავარიგებთ ჯგუფებში,სადაც მოცემულია განცხადებები და ვთხოვთ მოსწავლეებს დააკვირდნენ ზედსართავ სახელებს.
·         (სიღრმისეული წვდომის ფაზა) შემდეგ მივცემთ მეორე ფურცელს,სადაც მოცემულია შესავსები ცხრილი 4 ნიმუშით. მოსწავლეებმა ნიმუშის მიხედვით, პირველ ფურცელზე მოცემული განცხადებების დახმარებით უნდა შეავსონ ზედსართავი სახელების დაბოლოებები.
·         (შეჯამების ფაზა) ჯგუფებს ვაძლევთ მესამე ფურცელს, სადაც მათ უკვე დამოუკიდებლად უნდა შეძლონ სრულიად ახალ განცხადებებში ზედსართავი სახელების დაბოლოებების შევსება საჭირო ბრუნვის გათვალისწინებით.
ვფიქრობ ,აღნიშნული რესურსი დაგეხმარებათ   გაკვეთილზე  მოსწავლეთა  მაქსიმალურ ჩართულობაში და ხალისითა და ინტერესით მიაღწიოთ დასახულ მიზანს.  J J J
გისურვებთ წარმატებას





4. სასწავლო ციფრული რესურსი


აღნიშნული რესურსი განსაკუთრებით გამოადგებათ პედაგოგებს გერმანული ენის სწავლების იმეტაპზე,როცა მოსწავლეებს შეუძლიათ გამართულად კითხვა,წერა. აღიქვამენ შედარებით მცირე ზომის ტექსტებს.
აღნიშნული რესურსის გამოყენება შესაძლებელია გაკვეთილის შემაჯამებელ ფაზაში. აღნიშნული რესურსის გამოყენებისას აუცილებელია კომპიუტერი. მოსწავლეთა მუშაობის ფორმებიდან საუკეთესო ფორმაა ფორუმში მუშაობა.
პრეზენტაციას გავაშუქებთ ეკრანზე პროექტორით.
სლაიდებზე მოცემულია ანიმაციური და ჩვეულებრივი ფოტოები. მაუსის დაწკაპუნებით შეგვიძლია შემდეგ მოქმედებაზე გადასვლა.
მასწავლებელი ჯერ აჩვენებს ფოტოს მოსწავლეებს,შემდეგ მაუსის ერთი დაწკაპუნებით გადავდივართ შეკითხვაზე,რომელიც ეხება უკვე ნაჩვენებ ფოტოს. მოსწავლეები პასუხობენ.მასწავლებელი კი გადადის შემდეგი დაწკაპუნებით სწორ პასუხზე. აღნიშნული გრძელდება 11 სლაიდის ჩათვლით.
მე-12 სლაიდიდან ბოლომდე კი მოსწავლეები ხედავენ სლაიდზე ოთახებს,აკვირდებიან ყურადღებით და შეძლებისდაგვარად იმახსოვრებენ ნივთების განლაგებებს. მასწავლებელს გამოაქვს ეკრანზე შეკითხვა,მოსწავლეებიდან პასუხის მიღების შემდეგ მას შეუძლია აჩვენოს სწორი პასუხი  სურათთან ერთად,რომელზეც მეტი თვალსაჩინოებისათვის ისარი მიუთითებს აღნიშნული ნივთის მდებარეობას.
ვფიქრობ ,აღნიშნული რესურსი დაგეხმარებათ   გაკვეთილზე  მოსწავლეთა  მაქსიმალურ ჩართულობაში და ხალისითა და ინტერესით მიაღწიოთ დასახულ მიზანს.  JJJ


გისურვებთ წარმატებას 


იხილეთ რესურსი:



5. სასწავლო ელექტრონული რესურსი "Berlin"
რესურსის მისამართი:
https://sway.office.com/f8jWA9gqbrehNb2p?ref=Link


აღნიშნული რესურსი გამოვიყენე ჩემ მიერ მე-11 კლასში ჩატარებული სამოდელო გაკვეთილისთვის,რომელიც ორიენტირებული იყო წიგნირებეზე.მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების,მათი საგაკვეთილო პროცესში მაქსიმალურად ჩართვისა და სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით შევქმენი ელექტრონული რესურსი - “Berlin”


6.სასწავლო ელექტრონული რესურსი Aufgaben mit Bildern:  https://learningapps.org/display?v=p63ounhtk19

გამოყენების ინსტრუქცია და რეფლექსია იხ: 
https://drive.google.com/file/d/1az8K8dvpSMl4Eja-_jMjElD1aTnXt_sY/view?usp=sharing


No comments:

Post a Comment